LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15-მდე პირი რამდენიმე დემონსტრანტს ფიზიკურად გაუსწორდა – რას აცხადებენ აქციის მონაწილეები

197
აქცია

გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება. რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა გათავისუფლებულია და მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ. ამ დროისთვის აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გმირთა მოედნიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მიმავალი გზა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გმირთა მოედანზე გაურკვეველი პირები რამდენიმე დემონსტრანტს თავს დაესხნენ.

როგორც ერთ-ერთი აქციის მონაწილე აცხადებს, 15-მდე სპორტული აღნაგობის პირს ნიღბები ეკეთათ და მათი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.

როგორც აქციის მონაწილე აცხადებს, პირები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ, უყვიროდნენ – „რატომ ხართ აქციაზე“.

„ზონდერები იყვნენ. სამი მანქანა იყო მოსული, რომლებიც სასტიკად გაგვისწორდნენ. ფეხებით შეახტნენ ყველას. უცებ გამოჩნდა 10-15 მოჭიდავე, ყველა იყო სპორტული აღნაგობის. ერთი ბიჭი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, სასწრაფოს მანქანაშია. კინაღამ მოკლეს“, – განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები