LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტები, რომლებსაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს

136

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 94.5 მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში. ამის შესახებ ცნობილი კომპანიის იმ  პრესკონფერენციაზე გახდა, რომელიც   „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“,  პროექტის  ,,ანგარიში თბილისს’’   ფარგლებში გამართა.

პრესკონფერენცია კომპანიის მიმდინარე საინვესტიციო პროექტებსა და ახალი ჰიდროელექტროსადგურის – “საგურამოჰესის” მშენებლობას მიეძღვნა.

კომპანიის ინფორმაციით, ინვესტირებად პროექტებს შორისაა თბილისის წყალმომარაგების მთავარი არტერიის ჟინვალის გვირაბის  და ბოდორნა-ღრმაღელეს გვირაბის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დასრულებულია. ასევე ორი „მწვანე” ჰესის მშენებლობა – ”საგურამო ჰესი”, რომელიც ასევე დასრულების სტადიაზეა და ”ბოდორნა ჰესი”, რომლის მშენებლობაც ახლო მომავალში იგეგმება.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განმარტეს, კომპანია მალე კიდევ ერთ პროექტს დაიწყებს-  გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტაციას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g