LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტი გამრეკელის ქუჩაზე, წერეთლის გამზირის სრული განახლება – თბილისის რომელ ქუჩებზე იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები

229
კახა კალაძე

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მესამე პროექტი საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩაზე განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვა უკვე განხორციელდა და შპს „ჯორჯიან ჰაუსია“ გამარჯვებული კომპანია.

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა. ველოდებით საბოლოო პროექტს. შემდეგ ნებართვა გაიცემა. დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება აღნიშნული პროექტის დასრულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიანი ავტობუსს 2023-24 წლებში შეისყიდის

"გათვალისწინებულია რამდენიმე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, ნაგავსაყრელის მეოთხე უჯრედის მოწყობა, კახეთის გზატკეცილზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება".

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ფოტო-მასალა წარუდგინა, თუ რა მდგომარეობაშია საცხოვრებელი კორპუსი ამჟამად.

„პროექტის ფარგლებში, მესამე ხარისხის ავარიულობის მქონე 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიშლება. აღნიშნულ მისამართზე 17 ოჯახი ცხოვრობს. მათ ახალი, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. ამ პროექტით, მათ ჩანაცვლებას შევძლებთ, თუმცა, აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. არის შემთხვევები, ჩაშლილა მოლაპარაკებები, რადგან იმაზე მეტ ფართს ითხოვენ, ვიდრე მათ აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი 1.768 მილიარდი ლარი იქნება - რას გეგმავს მერია

კალაძის თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც უკვე დასრულდა.

დღესვე კალაძემ განაცხადა, რომ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება იწყება, რადგან ის მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას.

“ასევე, დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვას და წინამძღვრიშვილის ქუჩების განახლება-რეაბილიტაცია მოხდება. გარდა ამისა, მომავალ წელს მოხდება ვაზისუბნის, ციციშვილის, მუხიანის, პირველი რესპუბლიკის პარკების რეაბილიტაცია. რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტირდება ასევე სამგორსა და ისანში. ამასთან, სამგორში მოეწყობა ახალი პარკი. გარდა ამისა, გამგეობები განახორციელებენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს – ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სკვერების რეაბილიტაცია-განახლება და თანხები მოხმარება ასევე ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებას – იმ ადამიანებს და ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა”, – აღნიშნა კალაძემ

magti 5g