LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიანი ავტობუსს 2023-24 წლებში შეისყიდის

179
20bd731a_Tegeta-Motors-მან-ის ავტობუსები-ტენდერი

2023-24 წლებში მოხდება 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა, ასევე 2023 წელს წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაცია-განახლებას ვიწყებთ, რადგან ის მძიმე მდგომარეობაშია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც თბილისის მერია 2023 წლიდან დაიწყებს.

„2023 წელს 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას ვიწყებთ. 2023-24 წლებში მოხდება 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. ასევე 2023 წელს ვიწყებთ წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაცია-განახლებას ვიწყებთ, რადგან ის მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას. ასევე დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვას და წინამძღვრიშვილის ქუჩების განახლება-რეაბილიტაცია მოხდება. გარდა ამისა, მომავალ წელს მოხდება ვაზისუბნის, ციციშვილის, მუხიანის, პირველი რესპუბლიკის პარკების რეაბილიტაცია. რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტირდება ასევე სამგორსა და ისანში. ამასთან, სამგორში მოეწყობა ახალი პარკი. გარდა ამისა, გამგეობები განახორციელებენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს – ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სკვერების რეაბილიტაცია-განახლება და თანხები მოხმარება ასევე ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებას – იმ ადამიანებს და ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა.

2023 წლის ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, ნაგავსაყრელის მეოთხე უჯრედის მოწყობა, კახეთის გზატკეცილზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება. გარდა ამისა, „თბილსერვის ჯგუფისთვის“ შევისყიდით სხვადასხვა სპეცტექნიკას, რათა არსებული სამსახური გამართულად მუშაობდეს.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ბიუჯეტი, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქის მასშტაბით განვახორციელოთ სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები. ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფერში გვერდში გვიდგას ცენტრალური ხელისუფლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები