LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტისთვის „დანერგე მომავალი“ 2016 წელს 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

103

სოფლის მეურნეობის პროექტისთვის „დანერგე მომავალი“  2016 წელს 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ამის შესახებ ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ განუცხადა.

მისი თმით, პროგრამა ხელს შეუწყობს, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

” მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში სულ  102-მდე ბენეფიციარს დაუმტკიცდა განაცხადი, სადაც სააგენტოს ჯამური თანადაფინანსება 3,963,356 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის დამსახურებაა ის, რომ უკვე გაშენდა 730 ჰა თანამედროვე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღი”, -განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა აგროდაზღვევის პროგრამაზეც. მისი თქმით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 27 ათასზე მეტი პოლისი,  დაზღვეულია 190 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 38 სხვადასხვა სახეობის მოსავალი, ჯამში 23 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე.

მორგოშიას ინფორმაციით, 2014-2015 წლებში 9,934 სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა და ასანაზღაურებელმა თანხამ დაახლოებით 14 მილიონი ლარი შეადგინა.

magti 5g