LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესიულ სასწავლებლებში ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობა მზარეულია

235

სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში არსებული 5 853 ვაკანტური ადგილის დაკავებას წელს 10 850 აბიტურიენტი შეეცდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებს, სწავლის მსურველთა მაქსიმალური რაოდენობა მზარეულის სპეციალიზაციაზე დაფიქსირდა, სადაც 320 ადგილი იყო, განაცხადი კი 1 359-მა პირმა შეიტანა. შესაბამისად, ერთ ადგილზე 4,25 კანდიდატი მოდიოდა.

მზარეულის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობებია:

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა: რეგისტრანტთა რაოდენობა 1 155, ადგილების რაოდენობა 367, კონკურსი 3.15;

ვებინტერფეისის დეველოპერი: რეგისტრანტთა რაოდენობა 767, ადგილების რაოდენობა 102, კონკურსი 7.52;

ელექტროობა: რეგისტრანტთა რაოდენობა 635, ადგილების რაოდენობა 339, კონკურსი 1.87; კულინარიის ხელოვნება: რეგისტრანტთა რაოდენობა 605, ადგილების რაოდენობა 108, კონკურსი 5.60;

ბაგა – ბაღის აღმზრდელი – პედაგოგი: რეგისტრანტთა რაოდენობა 540, ადგილების რაოდენობა 169, კონკურსი 3.20;

საოფისე საქმე: რეგისტრანტთა რაოდენობა 453, ადგილების რაოდენობა 135, კონკურსი 3.36; ბუღალტრული აღრიცხვა:  რეგისტრანტთა რაოდენობა 398, ადგილების რაოდენობა 107, კონკურსი 3.72;

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი: რეგისტრანტთა რაოდენობა 384, ადგილების რაოდენობა 164 კონკურსი 2.34;

საბაჟო საქმე: რეგისტრანტთა რაოდენობა 365, ადგილების რაოდენობა 53, კონკურსი 6.89.

პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა ტესტირება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ჩატარდება, სწავლა კი ნოემბრის ბოლო რიცხვებში დაიწყება. საქართველოში ამ ეტაპზე 39 სახელმწიფო და 44 კერძო პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს.

კერძო დაწესებულებებში რეგისტრაციის პროცესი 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g