LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესიული სასწავლებლის კურსდამთვრებულები უმაღლესში ჩაბარებას შეძლებენ

93
9115b227894bd1b2e159759f182b113a-XL

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესი და პირობები დამტკიცდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროფესიულ სასწავლებლები, რომლებიც კანონით მოთხოვნილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს დანერგავენ, სკოლის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის გაცემას შეძლებენ.

აღნიშნული დოკუმენტის მფლობელი პირებს კი პროფესიის მიღების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული გამოცდები ჩააბარონ და სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძონ.

„ინტეგრირების მიზანია  საბაზო ზოგადი  განათლების მქონე პირებისთვის პროფესიის შესწავლის პარალელურად,  სრული ზოგადი განათლების მიწოდება და ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს მეოთხე დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება, რაც სრულდება ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით“, – ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

პროგრამის ხანგრძლივობა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, შეადგენს არანაკლებ 3 წელს. პროგრამაზე, დაშვების წინაპირობა კი იქნება საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g