LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკრასტინაცია ანუ მნიშვნელოვანი საქმის გადადების ჩვევა – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა კახი ლობჟანიძემ ისაუბრა

36
kaxilobjanidze345

გადაცემის ლაივი LIVE

საიდან მოდის საქმის გადადების ჩვევა?

დღეს სამყაროში სისწრაფე, ენერგია, შედეგები საჭიროა ისე როგორც არასდროს, უამრავი საქმე, გეგმები, დედლაინიები, პასუხისმგებლობები, მოთხოვნები და შესაბამისად გაჩენილი შიშები, შედეგად ადამიანს გაუჩნდა ახალი თვისება უარყოფითი ჩვევა, რომელიც დღეს პროკარასტიანაციის სახელით გვხდება – მისი შინაარსობრივი განმარტება გულისხმობს მნიშვნელოვანი საქმის გადადების ჩვევას, აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ სიტყვა “მნიშვნელოვანზე”, რადგან სწორედ ეს სიტყვაა საკვანძო.

როდესაც გვაქვს საქმე გასაკეთებელი და ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბუნებრივად იზრდება გარკვეული პასუხისმგებლობის განცდა და შიში, რადგან თუ ამ მნიშვნელოვან საქმეს წარმატებით არ გავაკეთებთ შედეგად დავზინდებით, მაგრამ გვაქვს დრო საქმის დასრულებამდე, ამიტომ გვირჩევნია ეს ემოცია, შიში, სტრესი რაც უშუალოდ საქმის აღსრულების დაწყებამ მოიტანა, გადავდოთ დროებით.

საქმის გადადებით გვიახლოვდება დედლაინი, რჩება ბოლო დღე ვეღარ ვასწრებთ და უკვე პანიკურ, სტრესულ მდგომარეობაში ვიწყებთ საქმის გაკეთებას, რა თქმა უნდა საქმის ხარისხი იწევს, ჩვენი გონება ზიანდება, ნერვიულობს და შედეგად ხდება საქმის გადაგორება.

მიზეზი მარტივია, ჩვენ ვმოქმედებთ ორი ტვინის მუშაობით, რაციონალური და ემოციური, რაციონალური ნაწილი მუდმივად ამბობს: გადაანაწილე დრო, იმუშავე, მიიღე შედეგი, ხოლო როცა ხდება დასტრესვა, ემოციურს ურჩევნია გაექცეს, გადადოს, დაემალოს და სიმშვიდე მოიპოვოს, რაციონალური ხვდება რომ ვერ ასწრებს და როცა ბოლო დღე ახლოვდება იმატებს განგაში, შესაბამისად იმატებს ემოციები და იწყება გონებაში ბრძოლა. რაციონალური ეუბნება დაჯექი, დაიწყე, გააკეთე, ხოლო ემოციური ამბობს: გადადე, დაისვენე, მოასწრებ. სწორედ ესაა ყოველდღიური ბრძოლა ჩვენს გონებაში რასაც ქაოსს, გადაჭარბებულ ფიქრებს და ხმაურს ვეძახით ტვინში.

რაშია გამოსავალი და როგორ გადავეჩვიოთ საქმის გადადებას?

გამოსავალი გადაწყვეტილებაში და აღიარებაშია, რომ ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი წილი პროკრასტინატორი, მისი დანახვით, სახელის დარქმევით და აღიარებით იწყება ჩვევის გამოსწორება. ჩემი რჩევა იქნებოდა ნებისმიერი საქმე გადანაწილდეს რამდენიმე დღეზე, რადგან არც მომაბეზრებელი, არც დამღლელი და ამავდროულად სასიამოვნო პროცესი იყოს აღსრულება, საჭიროა ნებისმიერი საქმის აღსრულებას მივუთითეთ დრო, საათების რაოდენობა რამდენი დამჭირდება კონკრეტული საქმის შესასრულებლად ბოლო ვადამდე და ყოველდიურ რეჟიმში გადავინაწილოთ. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მოვა დამაბრკოლებელი ფიქრი, რომ გავექცეთ, რომ გადავდოთ ზუსტად იმ მომენტში დავიწყოთ საქმის კეთება და ჩავერთოთ პროცესში, შესაბამისად მოვა მოტივაციაც და ენერგიაც, ეს მიდგომა დროთა განმავლობაში პროკრასტინაციას, როგორც მავნე ჩვევას ჩაანაცვლებს ახალი საინტერესო ჩვევით “საქმის მართვის უნარით”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები