LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თბილისში, რამდენიმე ადგილას საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

136
share-image-0cf36c2b

საქართველოს პროკურატურა თბილისში რამდენიმე ადგილზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს.

„საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას.

პროკურატურა თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.

საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g