თუ მამუკა ხაზარაძე პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, პროკურატურა შესაბამის რეაგირებას მოახდენს,- ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.
“მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება ამავე საქმის ფარგლებში და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას,“ – აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.
