LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

109
5d0c95d8370f2ce6288b4570

საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. განცხადება საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება აქციის ცალკეულ მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალისა და კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების სრულყოფილად გამოძიების მიზნით.

“საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია შეიქმნას მომხდარის სრული სურათი, რათა რეაგირების გარეშე არ დარჩეს არცერთი მცირედი სამართალდარღვევაც კი. ამ მიზნით თხოვნით მოგმართავთ, ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გარდა, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთარსებული ნებისმიერი მტკიცებულება,” – აღნიშნა კაციტაძემ.

მისივე თქმით, პროცესში პროკურატურა მზადაა ჩართოს სახალხო დამცველიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g