მთავარ პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან პარტიის ლიდერები. პროკურატურასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
დაგეგმილი აქციის გამო გორგასლის ქუჩა გადაკეტილია.
”თავისუფალი დემოკრატების” წევრები და მხარდამჭერები უბრალო მოქალაქეებთან ერთად ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული 5 პირის დამნაშავედ ცნობას გააპროტესტებენ.
აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობაც შეუერთდა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე მისვლას ნაციონალური მოძრაობის წევრებიც გეგმავენ.
