„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ.
სახლის ჩხრეკამდე პროკურატურის თანამშრომლებმა ალეკო ცქიტიშვილი ჯერ სახლთან შეაჩერეს და პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი ჩამოართვეს, რომელიც დალუქეს.
ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
„ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ,“ – წერს ჟორჟოლიანი.
პროკურატურის თანამშრომლებმა ცქიტიშვილს განუმარტეს, რომ ჩხრეკის პროცედურა სასამართლო განჩინების საფუძველზე ტარდება.
პირადი ჩხრეკის შემდეგ პროკურატურის თანამშრომლებმა ცქიტიშვილს განუმარტეს, რომ ახლა მისი საცხოვრებელი სახლი უნდა შეემოწმებინათ.
ცნობისთვის, ჩხრეკა მიმდინარეობს ტელეწამყვან, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც.