LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორი: გვარამიას დავალებით, მისმა მეგობარმა მეგობრებისთვის საცხოვრებელი სახლები და ძვირად ღირებული ავტომანქანები შეიძინა

485
ამირან გულუაშვილი

„გვარამიას დავალებით, მისმა მეგობარმა მეგობრებისთვის საცხოვრებელი სახლები და ძვირად ღირებული ავტომანქანები შეიძინა“, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

“ნიკა გვარამიამ პირადად ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესში შეარჩია ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში, საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას და ამ ბინების შეძენა განხორციელდა ასევე „ინტერმედია პლუსის“ მიერ. სწორედ იმ 6 700 000 გაფლანგული ლარის სანაცვლოდ, რომელიც რუსთავი-2-ს უნდა მიეღო , თუმცა ნიკა გვარამიას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ეს მოგება აისახა „ინტერმედია პლუსში“

იმის გამო, რომ ნიკა გვარამიამ ფაქტობრივად „ინტერმედია პლუსის“ სასარგებლოდ გაფლანგა „რუსთავი-2“-ის 6 700 000 ლარი, სანაცვლოდ მან თავისი პირადი საჭიროებებისთვის და პირადი სარგებლის მიღების მიზნით გარკვეული ქმედებები განახორციელა. ინტერმედია პლუსმა, თანხა, რომელიც არ გადაურიცხა „რუსთავი-2“-ს, შემდგომში დივიდენდების სახით გასცა მის დამფუძნებლებზე. ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკა გვარამიას მეგობარი და მასთან დაახლოებული პირი და ნიკა გვარამიას დავალებით, ამ ადამიანმა, გვარამიას მიერვე მითითებული პირებისთვის, მისი მეგობრებისთვის შეიძინა საცხოვრებელი სახლები და ძვირად ღირებული ავტომანქანები.

ამის შემდგომ ნიკა გვარამიამ პირადად ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესში შეარჩია ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში, საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას და ამ ბინების შეძენა განხორციელდა ასევე „ინტერმედია პლუსის“ მიერ. სწორედ იმ 6 700 000 გაფლანგული ლარის სანაცვლოდ, რომელიც „რუსთავი-2“-ს უნდა მიეღო , თუმცა ნიკა გვარამიას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ეს მოგება აისახა „ინტერმედია პლუსში“”, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, გარკვეული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, ნიკა გვარამიას საქმეში „პორშეს“ დანაშაულებრივი ეპიზოდი დამახინჯებულად იქნეს წარმოჩენილი, არადა, როგორც პროკურორი ამბობს, რეალურად ძალიან მარტივ მოცემულობასთან გვაქვს საქმე.

„სახელმწიფო ბრალდება არასდროს ედავებოდა ნიკა გვარამიას მისი კომპანიის ავტომობილით სარგებლობას, ამგვარი რამ ბრალდების ფორმულირებაში არ წერია და პროკურორებს არასდროს გაუჟღერებიათ სასამართლოში. მოცემულობა იყო შემდეგი – ნიკა გვარამიამ პირადად, საკუთარი მიზნებისთვის შეარჩია პორშეს ცენტრში საკმაოდ ძვირად ღირებული მოდელი „პორშე მაკანესი“ , რომლის ღირებულება იმ პერიოდში იყო 76 700 ევრო.“– განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g