პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ადვოკატებს საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა შეზღუდული არ აქვთ. როგორც პროკურორმა განაცხადა, ადვოკატები გაფრთხილებულები არიან საქმის მასალების გაუხმაურებლობაზე, თუმცა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ.
“მინდა გამოვეხმაურო ადვოკატების განცხადებას, რომ თითქოს მათ შეზღუდული აქვთ საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ისინი უბრალოდ გაფრთხილებული არიან საჯარო გახმაურებაზე გამოძიების მონაცემების, თუმცა მათ აქვთ კანონით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობა. ნებისმიერ ადვოკატს, რომლის ორდერიც არის წარმოდგენილი საქმეში, უფლება აქვს განახორციელოს ბრალდებულის დაცვა”, – განაცხადა პროკურორმა.