LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროპაგანდა და საინფორმაციო ომი – FM ქოუჩი

39
galumashvili

პროპაგანდა და საინფორმაციო ომი – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა ისაუბრა.

რა არის პროპაგანდა?

პოზიტიური კუთხით ეს არის გარკვეული მოსაზრებების გავრცელება და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება. რაც შეეხება ამ სიტყვის ნეგატიურ კონტექსტში გამოყნებას, აღნიშნულ განმარტებას ემატება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.

ამ ყველაფერს ჩვენს მარტივად დავინახავთ დღეს არსებულ რუსეთ-უკრაინის ომზე და შემიძლია სწორედ ეს მაგალითები მოვიყვანოთ.

როგორ შეიძლება პროპაგანდები დავუპირისპიროთ ერთმანეთს?

საინფორმაციო ომში უნდა იყოს ყველა იარაღი გამოყენებული, მე ვფიქრობ,  ძალიან მნიშვნელოვანი იარაღები აქვს პროპაგანდისთვის გამოყენებული უკრაინას, რის გამოც იგებს საინფორმაციო ომს. პირველი, ეს არის ენის ბარიერი, უკრაინას არ აქვს ენის ბარიერი, ისინი მარტივად აწვდიან თავის სათქმელს რუსეთის მოქალაქეებს. მეორე საკითხია, რომ იმ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელსაც ახორციელებს რუსეთი, უკრაინამ დაახვედრა სიმართლე.

როგორია მედიის როლი ასეთ დროს?

2008-ში და 2014-ში რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა ასეთი მეთოდი, მთელი სისტემა მიმართა, რომ შიგნით არ ჰქონოდა გარკვეული პრობლემები და ისე მიიტანა სათქმელი მოსახლეობამდე, რომ საზოგადოებრივი უკმაყოფილება არ მომხდარიყო, ამიტომ იმ პერიოდში მთელ მედიას ჰქონდა ერთი და იგივე მესიჯბოქსი. ბუჩასთან დაკავშირებით პროპაგანდისთვის შემოიღო ერთი ფრაზა: „ეს ცალსახა არ არის“.

რაც შეეხება უკრაინას, ის სწორად იყენებს ამერიკულ-დასავლურ მედიას. ასეთი მხარდაჭერა რომ ყოფილიყო 2008 წელს, შესაძლოა სხვა შედეგი დამდგარიყო. ამიტომ მედიის როლი პროპაგანდის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები