„5%-იან მატებაზე თანახმა არ ვართ. პროტესტი იქნება უვადო“ – ამის შესახებ განცხადება მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მაღაროელები, რომლებიც დღეს თბილისში ჩამოვიდნენ ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და ესენია ღირსეული ანაზღაურება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
„კომპანიის ხელმძღვანელებმა თქვა, რომ ფაქტიურად არაფერში ვიხდიდით ხელფასს თვეების განმავლობაშიო. თებერვლიდან ნამდვილად მოხდა ჩვენი გაჩერება, მაგრამ ამას ნუ იყენებს კომპანია თავის სასარგებლოდ. ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ, მზად ვართ მუშაობისთვის, ოღონდ ადამიანური პირობებით და შესაბამისი ანაზღაურებით. ჩვენ მაქსიმალურად დაუდექით კოპმანის გვერდით ეს კრიზისი რომ არ დამდგარიყო, მაგრამ მათ არ შეამცირეს ის თანამდებობის პირები, რომლებიც რეალურად არაფერს აკეთებდნენ“ – განაცხადა გადაცემაში „დღის თემა“ ტარიელ მიქაცაძემ. მისი თქმით უვადო პროტესტი გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე ჭიათურაში.
შეგახსენებთ, „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე დღეს თქვა, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია შრომის ანაზღაურების მხოლოდ, 5%-ით მომატება, რადგან კომპანია ზარალშია. ის თანამშრომლებს სთავაზობს, ფინანსური დოკუმენტები გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ. ლაშა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ დღეს კომპანიის ზარალი დაახლოებით 12 მილიონია, თანამშრომლებისთვის ხელფასის კიდევ 15 პროცენტით გაზრდა კი გულისხმობს დამატებით 10 მილიონი დოლარის გამოყოფას.
⭕️ ? „გაიფიცე“, „ამოკერილი თვალითაც გხედავთ“ – პარლამენტთან მაღაროელების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
⭕️ აქციაზე…
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Monday, 19 June 2023