LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტი ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ: მოსახლეობამ მშენებლობის ადგილზე ჯვარი აღმართა

346
16388578-10212287654850050-1907415140-o-e1485776881433

წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანში, მოსახლეობა ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებს. მათი მოთხოვნაა, არ განახლდეს კასკადის სამშენებლო სამუშაოები და თურქულმა კომპანიამ რიონის ხეობიდან ტექნიკა გაიყვანოს.

ცოტა ხნის წინ, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იმ ადგილას, სადაც კასკადის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, ჯვრის აღმართვა სცადეს.

აქციის ამასხველ ვიდეომასალას ონლაინმედია Mtisambebi.ge ავრცელებს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

ადგილობრივების განცხადებით, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ მოახერხეს გორაკზე ჯვრის ატანა და აღმართვა.
მედიასაშუალება Mtisambebi.ge-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ რიონის ხეობის სოფლის მოსახლეობამ შეძლო და კომპანიას შეაჩერებინა სამშენებლო სამუშაოები. აქციის მონაწილეებს მეოთხე დღეა ადგილზე გაშლილი აქვთ კარვები და მორიგეობენ.
მათი განცხადებით, სამინისტრომ კომპანიას 2021 წლის 13 აპრილამდე მისცა ვადა, რომ წარმოადგინოს პროექტის სრული ვარიანტი სეისმოლოგიურ, გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევებთან ერთად და რომ პროექტის სრული ვარიანტის არარსებობის შემთხვევაში, დადებითი ნებათვის გაცემის უფლება უწყებას არ ჰქოდა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სამუშაოები, რომლებსაც წინამოსამზადებელს უწოდებენ, რეალურად უკვე კაშხლის მშენებლობას გულისხმობს.

„ფორტუნა“ ცდილობს აღნიშნულ თემაზე კომენტარისთვის ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდეს. დამატებითი დეტალების გარკვევისთანავე, დამატებით ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g