LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ არ გაგვატარებენ, გუმათშიც გავშლით კარვებს“ – ვარლამ გოლეთიანი

108
BeFunky-collage

რიონის ხეობაში ამ წუთებში გიგანტური ჰესის მოწინააღმდეგები არიან შეკრებილები. მათთვის გზა აქვთ ჩახერგილი სამართალდამცველებს და ჰესის მშენებლობის ადგილამდე მისვლის უფლებას არ აძლევენ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები და მათი მხარდაჭერებები მოითხოვენ, რომ სოფელ გუმათთან პოლიციის მიერ გადაკეტილი გზა გაიხსნას მათთვის, ვისაც სურს ნამოხვანში ჩავიდეს და შეუერთდეს პროტესტს, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ . უკვე მეორე დღეა, რაც პოლიციას გუმათჰესთან გადაკეტილი აქვს გზა.

„აღადგინეთ მოძრაობა ნამახვანის მიმართულებით და არ ჩაახშოთ სიგნალი“ – ნინო ლომჯარია შსს-ს მიმართავს

“არ ვაპირებთ ძალადობრივ დაპირისპირებას პოლიციასთან – ამას ვემიჯნებით, მაგრამ, თუ არ გაგვატარებენ, მოგვიწევს მაშინ გუმათში დავრჩეთ გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა და ვიდრე არ გაიხსნება გზა, ვიყოთ აქ და იგივე ფორმატით გავაგრძელოთ პროტესტი, რა ფორმატშიც არიან ნამოხვანში ჩვენი აქტივისტები“. – აცხადებს საპროტესტო მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.

“ვიდრე არ გაგვიშვებენ ვიქნებით ამ ადგილზე” – რიონის ხეობაში წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ ნამოხვანში დღეს ინტერნეტი ჩაახშო – არასამთავრობოები მიმართვას ავრცელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები