LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტის 32-ე დღე: პარლამენტთან აქციაზე ფლი მარკეტი გაიმართება

167
67187047-360453367893193-2653460997678825472-o

21 ივლისს, პროტესტის 32-ე დღეს, პარლამენტთან მიმდინარე აქცია “სირცხვილია” ფლი მარკეტს უმასპინძლებს. 

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

შეტაკებები პოლიციასა და ხალხს შორის დილამდე გაგრძელდა.

საღამოს 19:00 საათიდან, საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და შემოსული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე.

დეტალები ნახეთ, “ფეისბუქზე” დაგეგმილ ღონისძიებაზე.

###

თბილისში პარლამენტის შენობასთან, 20 ივნისს საქართველოს პოლიტიკური ისტორიის კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი დაიწერა. ანტისაოკუპაციო ბანერებით და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში წამოჯდომის გამო, ქუჩაში გამოსული ხალხი, სპეცრაზმმა დაარბია.

პროცესები მაშინ დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა, პარლამენტში შესვლა მოითხოვა, პოლიციის კორდონის დაყენების შემდეგ კი მის გარღვევას ცდილობდა.

აქცია სამჯერ დაიშალა – სპეციალური აღჭურვილობით, განსაკუთრებით დიდი ზომის რეზინის ტყვიებით და გაზის მაშხალებით. მეოთხედ მობრუნებული ხალხისგან პოლიციამ კი წმენდა ჩაატარა.

შეტაკებები პოლიციასა და ხალხს შორის დილამდე გაგრძელდა. 

მინისტრები გახარიასთვის: კაბინეტმა პირველად 20 ივნისის მოვლენები შეაფასა

პოლიცია მოქმედებდა კანონის დაცვით და გახარია არ გადადგება - ეს იყო დღეს, მინისტრების გამოსვლის მთავარი მესიჯი.

მრავალათასიანი საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან ხელისუფლების უმაღლესი პირების პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით მოეწყო. ხალხი იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდა, ვინც სერგეი გავრილოვის ჩამოყვანა, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა უზრუნველყო. ახლა კი აქციის მონაწილეები დარბევის გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითოვენ, თუმცა უშედეგოდ.

რა მოხდა მანამდე მოკლედ:

გავრილოვმა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს პრეზიდიუმიდან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. პროტესტი პარლამენტის შენობაშივე დაიწყო, როდესაც ოპოზიციური ევროპული საქართველოს და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა პრეზიდიუმი დაიკავეს და რუს დეპუტატებს, გავრილოვის ხელმძღვანელობით, პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს. პარლამენტის შენობაში დაწყებულმა პროტესტმა სასტუმრო “რედისონთან” გადაინაცვლა, სადაც რუსი დეპუტატები პარლამენტის დატოვების შემდეგ მივიდნენ.

ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე, გავრილოვის გამოსვლა მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა ბახტაძემ დაგმეს. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა რუსი დეპუტატებისგან საქართველოს დატოვება მოითხოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g