LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროთეზის და იმპლანტანტის ალტერნატივა: იაპონელი მეცნიერები ცდიან ინოვაციურ წამალს კბილების რეგენერაციისთვის – რა ეტაპზეა „ახალი კბილების გაზრდის იდეა“

134
კბილები

იაპონური ფარმაცევტული სტარტაპი Toregem Biopharma 2024 წლიდან ტესტავს ინოვაციურ წამლს, რომელიც მომავალში შესაძლოა პროთეზისა და იმპლანტანტის ალტერნატივა გახდეს.

მკვლევრები ცდილობენ დაეხმარონ ისეთ პაციენტებს, რომლებსაც დაბადებიდან კბილები აკლიათ. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც თანდაყოლილი ანოდონტია ჰქვია.

ცდები 2024 წლის სექტემბერში, თაგვებში კბილის წარმატებული რეგენერაციის შემდეგ დაიწყო.

პრეპარატი ფუნქციონირებს პროტეინის USAG-1 ინჰიბირებით, რომელიც, თრგუნავს კბილების განვითარებას. ამ ცილის ბლოკირებით კი მკურნალობა ახალი კბილების ზრდას ასტიმულირებს.

ადამიანებზე პირველად ცდებში 30-დან 64 წლამდე ასაკის 30 მონაწილე ერთვება, რომლებსაც მინიმუმ ერთი კბილი აკლიათ.

წარმატების შემთხვევაში, გუნდი იმედოვნებს, რომ მკურნალობა ხელმისაწვდომი 2030 წლისთვის გახდება.

„კბილები ორგანოა და ჩვენი ოცნება იყო სრულად ჩამოყალიბებული ორგანოს შექმნა,“ – ამბობს კატსუ ტაკაჰაში, ოსაკას ჰოსპიტლის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის სტომატოლოგიის ხელმძღვანელი.

ინოვაციურმა თერაპიამ შეიძლება მოახდინოს რევოლუციური გარღვევა სტომატოლოგიაში პროთეზისა და იმპლანტაციის ბიოლოგიური ალტერნატივით, რაც კბილის აღსადგენად სხვა გამოსავალს გვთავაზობს.

„ადამიანის კბილების რეგენერაციისთვის რბოლა არ არის მოკლე სპრინტი, ეს მხოლოდ დასაწყისია“ – თქვა მეცნიერმა კატსუ ტაკაჰაშიმ.

ბოლო განახლებები კვლევის შედეგების შესახებ ჯერ არ გამოქვეყნებულა.

Full story ➡️: Japanese pharmaceutical startup Toregem Biopharma is set to begin the world's first clinical trials for a…

Posted by Collective Evolution on ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2025
magti 5g