“ტვ პირველის” გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” ინციდენტი მოხდა. მაშინ, როდესაც ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი პირდაპირ ეთერში მის მიერ მომზადებულ სიუჟეტზე საუბრობდა, რომელიც “საქართველოს ბანკზე” თავდამსხელს, ბადრი ესებუას ეხებოდა, მოულოდნელად უცნობი ადამიანი მივიდა და მისი კადრიდან გაყვანას შეეცადა.
ნოდარ მელაძემ პირდაპირ ეთერში აღნიშნული ფაქტი პროვოკაციად შეაფასა.