LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP მომხმარებელს სააფთიაქო კონცეფციის ახალ ვერსიას სთავაზობს

117
PSP

PSP-ს დაარსებიდან 30 წელი გავიდა და კომპანია დღესაც, ისევე, როგორც განვითარების 30 წლის მანძილზე, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე ზრუნვას აგრძელებს.

PSP მომხმარებელს სრულიად ახალი კონცეფციის აფთიაქს სთავაზობს. ბრენდმა განვითარება სწორედ ამ აფთიაქით დაიწყო.

2017-2020 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა კომპანიის საცალო ქსელის როგორც საქართველოს ყველა კუთხის მოცვა, ისე მისი ფორმატების ცვლილება, რათა მომხმარებელს მიეღო მაღალი ხარისხის სერვისი, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და შოპინგის ახალი გამოცდილება.

დღეს PSP თვეში 2 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება. ქსელში ყოველდღიურად 200 ათასზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით წლიდან წლამდე ვითარდება და უმჯობესდება კომპანიის ონლაინ პლატფორმა, რომელსაც თვის მანძილზე 500 ათასზე მეტ ადამიანი სტუმრობს.

დღეს კომპანია მოსახლეობას 2017 წელს შემუშავებული სააფთიაქო კონცეფციის ახალ ვერსიას სთავაზობს. კონცეფცია სრულადაა მორგებული ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს: აგრძნობინოს მომხმარებელს თავი სრულიად განსხვავებულ გარემოში, გაუმარტივოს მას ყიდვის პროცესი და დაუზოგოს დრო.

ახალი კონცეფციის მქონე აფთიაქი მომხმარებელს პროდუქციის ძებნას უმარტივებს – სივრცეში შემოთავაზებული პროდუქცია ისეა განლაგებული, რომ სხვადასხვა საჭიროების მქონე მომხმარებელი მისთვის საჭირო ყველა პროდუქტს ზედმეტი ძებნის გარეშე შეაგროვებს. ვიზუალურად მკაფიოდ გამოყოფილი ნავიგაციები კიდევ უფრო მარტივს და სასიამოვნოს ხდის ამ გამოცდილებას.

კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტი საპენსიო ასაკის ადამიანები არიან – სააფთიაქო ქსელი, თვის ჭრილში, 300 ათასზე მეტ პენსიონერს ემსახურება. სწორედ მათი გამოცდილების გასამარტივებლად მოცემულ სივრცეში სააფთიაქო რობოტია მოთავსებული, რომელიც ყიდვის პროცესს უფრო მარტივს და სწრაფს ხდის.

აფთიაქში, გარდა რობოტისა, უამრავი სიახლე ირის თავს – თავის მოვლის ახალი ბრენდები, ნიშ პარფიუმის სუნამოების მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები