მონაცემთა ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზის Numbeo მიმდინარე მონაცემებით, მარკეტებში არსებულ ფასებზე დაყრდნობით, საქართველოში 500 გრამიანი თეთრი პურის საშუალო ღირებულება 0.59 დოლარს შეადგენს.
რეიტინგიდან, რომელიც მსოფლიოს 101 ქვეყანას აერთიანებს, ირკვევა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის პური ყველაზე ძვირი (77 ცენტი) თურქეთშია, ყველაზე იაფი კი (45 ცენტი) – აზერბაიჯანში.
მსოფლიოში პური ყველაზე ძვირად – 3.75 დოლარად შვეიცარიაში იყიდება. აღნიშნული პროდუქტი ყველაზე იაფი – 17 ცენტი ალჟირში ღირს.
