ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ყაზახეთიდან საქართველოში ხორბლის შემოტანა დააანონსა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთზე პურით მიბმულები შესაძლოა აღარ ვიყოთ. ბაზარზე სხვა მოთამაშის შემოსვლა, როგორც პოლიტიკური, ასევე სასურსათო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ფასების შენარჩუნებაც, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა დოლარის კურსი ასეთი მერყევია.
„ფორტუნა“ მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგაძეს ესაუბრა, რომელმაც საქართველოში ხორბლის ბაზრის დივერსიფიკაციაზე, ფასების მოსალოდნელ ზრდაზე თუ კლებაზე და ადგილობრივი ბაზრის ტენდენციებზე ისაუბრა.
- ბატონო ლევან, დაიწყო თუ არა ეკონომიკის სამინისტროსა და დარგის წარმომადგენლების შეხვედრები და რამდენად დამაიმედებელია პროგნოზები? რას მოგვიტანს ყაზახური ხორბლის სუბსიდირების დახმარებით შემოტანა?
შეხვედრა უკვე ჩანიშნულია, პირობები კი დაახლოებით ცნობილი. მთლიანობაში ყაზახეთიდან საქართველომდე ხორბლის ტრანსპორტირების ტარიფი 100 დოლარს შეადგენს. ყაზახეთიდან ხორბალი საქართველომდე სულ მცირე სამი სახელმწიფოს საზღვარს კვეთს (ყაზახეთი აზერბაიჯანი საქართველო) არის მეორე გზაც, რომელიც რუსეთზეც გადის. რომელ გზას ეხება ეს ტრანსპორტირება ჯერჯერობით უცნობია.
ყაზახური ხორბალი საქართველოში ხელმისაწვდომ ფასად შემოვა
ყაზახური ხორბალი ქართულ ბაზარზე ბრუნდება
ჩვენი ინფორმაციით, ყაზახეთი მხოლოდ თავისი ნაწილის მონაკვეთს ასუბსიდირებს, რაც დაახლოებით 12-15 დოლარი გამოდის. შესაბამისად საერთო ფასი რჩება 85 დოლარი.
ყაზახეთში სექტემბრის თვეში იწყება ახალი მოსავლის აღება, თუ ხორბლის ფასი შედარებით დაბალი იქნება, ვიდრე რუსეთში, მაშინ შესაძლოა ამ ტარიფმა გამოიწვიოს ქვეყანაში ყაზახური ხორბლის შემოსვლა. სიახლე ყველა ვარიანტში დადებითია, რადგან შემდეგ შესაძლებელი იქნება რუსეთის იმპორტზე დაბალანსებაზე ფიქრი.
- რატომ არ ხდება სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ხორბლის შემოტანა, მაგალითად უკრაინიდან, რომელსაც საკმაოდ დიდი ბაზარი აქვს?
შემდეგი ეტაპი შესაძლოა იყოს უკრაინასთან მოლაპარაკებები. უბრალოდ პრობლემაა ის, რომ ისინი ორიენტირებულები ევროკავშირზე არიან. მათ ევროკავშირში მილიონი ტონის შეტანის შესაძლებლობა აქვთ. ასევე, სიმინდს კარგად ყიდიან ჩინეთში. თუმცა, ჩვენ რადგან პატარა ქვეყანა ვართ და დიდ რაოდენობას არ ვითხოვთ, შესაძლებელია მოლაპარაკებები.
ასვეე, რუმინეთის ხორბალზე შეიძლება ფიქრი, კონსტანცას პორტიდან. რადგან რუმინეთი გერმანიის და საფრანგეთის შემდეგ, ევროკავშირის ერთ-ერთი კარგი მომმარაგებელია.
ეს შემოთავაზებები უფრო სექტემბრიდან იქნება, რადგან ახლა ხორბლის აღება ჯერ რუსეთში იწყება ივნისიდან, ყაზახეთში კი სექტემბრიდან.
- ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ ბაზრის დივერსიფიკაციისთვის?
პირველ რიგში ბაზრის დივერსიფიცირებაა აუცილებელი, რადგან არ არის კარგი ერთ ქვეყანაზე ჩამოკიდება, მით უმეტეს, როდესაც ამ ქვეყანასთან სხვანაირი პოლიტიკური ურთიერთობაა. მეორე საკითხია მარაგების შექმნა, იმიტომ რომ გარდამავალ მარაგების თემასთან დაკავშირებით, დეკემბერში პრობლემები გვქონდა, რასაც ფქვილისა და პურის გაძვირებაც მოჰყვა.
ყაზახეთიდან შემოსული ხორბალი გარდაბანზე მოდის, ეს არის ჩვენთვის სასაზღვრო სადგური. შესაბამისად, აღმოსავლეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მომარაგებაში ყაზახეთი ჩაერთოს. იმიტომ რომ დასავლეთისკენ ხორბალი ფოთიდან და ბათუმიდან მოდის, იქიდან თბილისში ხორბლის წამოღება ძვირია. გარდაბნიდან უფრო მოკლე გზაა თბილისამდე, შესაბამისად, ესეც ყაზახური ხორბლის პლიუსია.
უსაფრთხოების სტრატეგიაშიც დევს, რომ ქვეყანაში გარდამავალი მარაგები უნდა არსებობდეს. ხორბალი სასურსათო უსაფრთხოების პირველი პროდუქტია და მისი მარაგები ქვეყანაში აუცილებელია.
- რაც შეეხება ფასებს? ეს ყველაფერი იმას შეუწყობს ხელს, რომ ფასები არ გაიზარდოს თუ შესაძლებელია შემცირებაც, რაც შემდეგ პროდუქტზეც აისახება?
ფასი დამოკიდებულია მსოფლიო ბაზრის კონიუქტურასთან. ამ დროის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარი სტაბილიზაციისკენ მიდის. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია მხოლოდ ფასების სტაბილურობაზე ვისაუბროთ. თუმცა, გრძელვადიან მომავალში, ახალი მოსავლის პირობებში, შესაძლებელია ფასების შემცირებაც მოხდეს.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი დეკემბრის თვეში სტაბილურობით გამოირჩეოდა
2019 წელს ხორბლის და სიმინდის მოსავლის კლებაა ნავარაუდევი
- როდისთვის შეიძლება ველოდოთ ცვლილებებს?
ჯერ რუსეთიდან იქნება სასტარტო მოსავალი – ივნისიდან. აგვისტომდე საქართველოშიც გვეცოდინება რა სიტუაციაა ამ მხრივ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სტაბილურობასთან ერთად, გაიაფებისკენ მოხდება ფასების ცვლილება, თუ არ იქნება დოლარის კურსის ფაქტორი.
- იმისთვის, რომ დოლარის კურსმა ხორბლის ფასზე გავლენა არ მოახდინოს, საჭიროა ადგილობრივი მოსავალი. რა მდგომარეობაშია ქართული ხორბლის ბაზარი და როგორ მოსავალს ველოდებით წელს?
აქციზის ზრდის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა
პურის გაძვირების შემდეგ, სხვა პროდუქტებიც ძვირდება - რა შედეგები მოჰყვება 2019 წელს აქციზის ზრდას
მსოფლიოში საშუალო მოსავალი 5 ტონად ითვლება (1ჰა-ზე). ისრაელს 10 ტონამდეც მოჰყავს. ჩვენ რომ მსოფლიოს საშუალო მონაცემამდე ავიდეთ, გვექნება 500 000 ტონა მოსავალი. ამისთვის მუშაობა მიდის და თუ ყველაფერი კარგად იქნება, სერიოზული წინსვლა გვექნება. მთლიანად ვერ ჩავანაცვლებთ იმპორტს, რადგან მცირემიწიანები ვართ, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდება ეს წილი და კრიზისული პერიოდების დაბალანსებას შევძლებთ.