LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: აზერბაიჯანი და სომხეთი.. ჩვენ ყველანი ერთი სახელმწიფოს ნაწილი ვიყავით – რუსეთი დაინტერესებულია, სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი

49
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის მიერ შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელებით.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე განაცხადა.

კრემლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში საკმაოდ რთული ვითარებაა და რუსეთი დაინტერესებულია, სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი.

„ყოველთვის მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მშვიდობიან მოგვარებაში. და საერთოდ, ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ ამიერკავკასიით. მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონით“, – ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთი ტრადიციულად დიდი ხანია მხარს უჭერს სომხეთს ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მისივე მტკიცებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ ნორმალიზებას მიაღწიოს.

„ყველასთვის გასაგებია: აზერბაიჯანი და სომხეთი ახლო წარსულში, ისევე როგორც რუსეთი, ჩვენ ყველანი ერთი სახელმწიფოს ნაწილი ვიყავით. ჩვენ გვაქვს დიდი კავშირები როგორც ერევანთან, ასევე ბაქოსთან და შეუძლებელია, ეს არ გავითვალისწინოთ.

ეჭვგარეშეა, ერთადერთი შესაძლო და რეალური გზა მშვიდობისკენ შეიძლება იყოს გზა, რომელიც დაისახება მხარეების მიერ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ცნობილი ერთობლივი განცხადებების ყველა დებულების მკაცრად დაცვით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

როგორც მანვე აღნიშნა, საუბარია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციაზე, სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვაზე და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g