LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი ბავშვებთან ომშია, საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა თავშესაფრებს ბომბავს – დმიტრო კულება

85
BeFunky-collage (4)

პუტინი ბავშვებთან ომშია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

როგორც კულებამ განმარტა, 7, 9 და 11 წლის ბავშვებმა რუსეთში ღამე გისოსებს მიღმა გაატარეს, მათი ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო.

„პუტინი ბავშვებთან ომშია. უკრაინაში, სადაც ის ბომბავს საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა თავშესაფრებს, ამ დროს რუსეთში 7, 9 და 11 წლის ბავშვებმა ღამე გისოსებს მიღმა გაატარეს მათი პოსტერების „არა ომს“ გამო. აი, ასეთი საშიში კაცია ის“, – წერს კულება.

 

 

რუსეთ-უკრაინის ომის პროტესტის გამო, მოსკოვში 5 ბავშვი დააკავეს

ცნობისთვის, გუშინ, რუსულმა გამოცემა Meduza-მ ერთ-ერთ მოქალაქეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში აქციაზე დააკავეს ორი ქალი და მათი ხუთი შვილი, 7-დან 11 წლამდე ასაკის, რომლებიც უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ აქციაზე, ყვავილებითა და პლაკატით: “არა ომს”.

რა არის შემდეგი ბაბინ იარის მერე? ნატოს ბაზები? წმინდა სოფიას ტაძარი? ლავრა? რაზეც არ უნდა ოცნებობდნენ, ეშმაკმა დალახვროს, ღმერთი ჩვენთანაა! – ზელენსკი

ზელენსკის მიმართვა უკრაინელებს: უძლეველობის სიმბოლო ხართ, მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია თქვენით, გპირდებით, დადგება დრო, როცა დავიძინებთ, მაგრამ ეს იქნება გამარჯვების შემდეგ

რუსები ორი მიმართულებით ცდილობენ კიევის ბლოკირებას – გენერალური შტაბის ბოლო ცნობები

ოკუპანტებმა ხერსონში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს – “დაღუპულია ბევრი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g