LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი მდიდრული საათების გარეშე რჩება – შვეიცარიამ ძვირფასი ნივთების რუსეთში ექსპორტი აკრძალა

109
download

დიდი ალბათობით, რუსეთის პრეზიდენტი მდიდრული საათების გარეშე დარჩება. საქმე ისაა, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული ზომების შესაბამისად, შვეიცარია კრძალავს ძვირად ღირებული საქონლის, მათ შორის, საათების რუსეთში ექსპორტს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი საათების დიდი მოყვარულია. მედიაში მისი მდიდრული საათები განხილვის თემა არაერთხელ გამხდარა. ამბობენ იმასაც, რომ ის 11 ცნობილი ბრენდის საათს მოიხმარს. მათი უმეტესობა კი, შვეიცარიული ბრენდები.

შეგახსენებთ, შვეიცარია ძვირად ღირებული საათების წარმოების მხრივ, ლიდერი ქვეყანაა. შვეიცარიის საათების ინდუსტრიის ფედერაციის მონაცემებით, $278 მილიონიანი გადაზიდვებით, რუსეთი 2021 წელს მე-17 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g