LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი პოლიტიკაში თავისი შვილის შემოყვანას გეგმავს – მედია

123
putinisSvili

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი ქალიშვილის, პარლამენტში გადაყვანას განიხილავს. 35 წლის კატერინა ტიხონოვა შესაძლოა რუსეთის მმართველი პარტიის “ერთიანი რუსეთის” ლიდერი გახდეს. ამის შესახებ dailymail წერს.

გამოცემა წერს, რომ ინფორმაცია რუსულ Telegram არხზე, სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება.

“გამონაკლისის გარეშე, პუტინის გარემოცვაში ყველა დაინტერესებული პირი ამ იდეას მხარს უჭერს.

იდეა გასული წლის მიწურულს გაჩნდა, მაშინ მას ცალსახა მხარდაჭერა არ ჰქონია. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ომმა, რომელიც სამი თვეა მიმდინარეობს, ამის წინაპირობები შექმნა, გარდა ამისა, ელიტა მოითხოვდა პარტიის მომავლის მკაფიო სურათს პუტინის გარეშე”,- წერია telegram-ზე.

აღნიშნული არხი, ამტკიცებს, რომ პუტინი სერიოზულ დაავადებებს, მათ შორის კიბოს, პარკინსონსა და შიზოაფექტურ აშლილობას ებრძვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g