რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ. ამის შესახებ პუტინმა დღეს, 23 მარტს მთავრობასთან შეხვედრაზე თქვა.
„გადავწყვიტე განვახორციელო მთელი რიგი ღონისძიებები გადასახადების გადარიცხვის მიზნით. დავიწყოთ იმით, რომ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუსეთის “არამეგობრული ქვეყნები” რუბლში შეიძენენ“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, ქვეყანა გააგრძელებს გაზის მიწოდებას კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად. ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონტრაქტებში მომავალი ცვლილებები გავლენას მოახდენს მხოლოდ გადახდის ვალუტაზე – ის შეიცვლება რუსული რუბლით.