LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს აცხადებს: იტალიის პრემიერი

125
პუტინი და დრაგი

იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.

დრაგის განცხადებით, საუბრის მთავარი თემა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა იყო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პუტინმა მასთან აღნიშნა, შეხვედრისა და ცეცხლის შეწყვეტის პირობები ჯერ მომწიფებული არაა.

პრემიერისა და პრეზიდენტის საუბრის კიდევ ერთი თემა იყო რუსული გაზის რუბლით გადახდა.

” ევროპული კომპანიები გააგრძელებენ გადახდას ევროსა და დოლარში. პრეზიდენტ პუტინისგან მოვისმინე გრძელი ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება შეჯერდეს ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხარის პოზიცია. მას მოვუსმინე, თუმცა, როგორც ჩანს, ეს რუსეთის შიდა პოლიტიკის რთული საკითხია, თუმცა კონტრაქტის დარღვევის გარეშე საგადასახადო ვალუტის შეცვლა მარტივი არ იქნება,” – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები