LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადად 10 000 რუბლი გადაეცემათ

193
ვლადიმირ პუტინი

კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადად 10 000 რუბლი (116 აშშ დოლარი – 312 ლარი) გადაეცემათ.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერანტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსეი სმირნოვთან საუბარში განაცხადა.

პუტინმა კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმას „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა

„ჩვენი შეხვედრის შემდეგ დაუყოვნებლივ მექნება შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, გენერალურ შტაბთან, FSB-სთან, ვგულისხმობ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ზონას.“

„მთავრობის მეთაურთან [მიხაილ მიშუსტინთან] სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრე. ჩავთვალოთ, რომ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას საჭიროებენ, ერთჯერადად 10 ათასი რუბლის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისი რესურსები გამოიყოფა”. – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოდან რუსეთში კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.

„ვლოცულობთ, ყველანი ვლოცულობთ“ – მარგარიტა სიმონიანი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g