LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის შვილებს სანქციები კანადამაც დაუწესა

200
პუტინის შვილები

კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 14 მოქალაქეს, რომელთა შორის არიან პუტინის შვილები, კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

როგორც კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „კანადა აგრძელებს უკრაინაში თავისუფლებისთვის მებრძოლი მამაცი ადამიანების გვერდით დგომას“.

„ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის რეჟიმისთვის მძიმე სანქციების დაწესებას ჩვენს მოკავშირეებთან კოორდინირებულად. ისინი პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულზე“ – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აცხადებს – სიაში მოხვდნენ პუტინის ქალიშვილები, ლავროვის მეუღლე, უშიშროების საბჭოს წევრები

პუტინის შვილების წინააღმდეგ სანქციებზე რუსეთი აუცილებლად უპასუხებს: პესკოვი

magti 5g