რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, ედუარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისცა. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისივე თხოვნით მიენიჭა.
მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადის წარდგენას სნოუდენის მეუღლეც გეგმავს.
როგორც ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ადვოკატი ანატოლი კუჩერენა აცხადებს, სნოუდენს ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში არ გაიწვევენ, რადგან მას არ უმსახურია რუსეთის არმიაში.
აშშ-ში სნოუდენს ჯაშუშობის ბრალდება აქვს წაყენებული.
2020 წლის ნოემბერში სნოუდენი ამბობდა, რომ ითხოვა რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა აშშ-ის მოქალაქეობასაც ინარჩუნებდა.