LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი მოაწერეს

52
Untitled design (1)

ცოტა ხნის წინ კრემლში შეთანხმება შედგა – რუსეთის პრეზიდენტმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

ვლადიმირ პუტინთან ერთად ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი დენის პუშილინი, თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ლეონიდ პასეჩნიკი, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ლიდერი ევგენი ბალიცკი და ოკუპირებული ხერსონის ოლქის სეპარატისტი ლიდერი ვლადიმირ სალდო.

როგორც მანამდე პუტინმა აღნიშნა, რეფერენდუმები ჩატარდა და ადამიანებმა თავისი ცალსახა არჩევანი გააკეთეს.

„დარწმუნებული ვარ, ფედერალური კრება მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ კანონებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოთხი ახალი სუბიექტის მიღების შესახებ, რადგან ეს არის მილიონობით ადამიანის ნება და ეს არის მათი განუყოფელი უფლება, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდების პირველ მუხლში“, – განაცხადა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g