LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინების შესამცირებლად ზომების მიღებას გულისხმობს

160
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის სახელმწიფო მიგრაციული პოლიტიკის კონცეფცია შეიცვლება, – ვლადიმერ პუტინმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წელს რუსეთის მოსახლეობის გადინება საზღვარგარეთ გაიზარდა, რის გამოც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები.

საჭიროა დამატებითი ღონისძიებების გატარება, რათა შეიქმნას ფინანსური, სოციალური და სხვა მექანიზმები მოსახლეობის შენარჩუნებისა და რუსეთის მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინების შესამცირებლად.

კონცეფციაში ასევე არის პუნქტი, რომელიც ეხება უკრაინის ოთხი რეგიონის: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მცხოვრებლების უკან დაბრუნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g