LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინს მარიუპოლის და ოდესის აღება სურს, რათა შემდგომ ევროპას საფრთხე შეუქმნას – პუტინი მიდის ყველაფერზე. აგონიაშია, არ ელოდა ასეთ წინააღმდეგობას: ლევან ანთია

471
ლევან ანთია

საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა ლევან ანთიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სტრატეგიასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ლევან ანთია აცხადებს, რომ პუტინს მარიუპოლის და ოდესის აღება სურს, რათა შემდგომ ევროპას საფრთხე შეუქმნას. მისივე განმარტებით, ომის დაწყებისას პუტინს სხვა სტრატეგია ჰქონდა და ეგონა, რომ ომი 2 ან 3 დღის განმავლობაში გარძელდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ლევან ანთიას თქმით, ახლა რუსეთი ცდილობს უკრაინა ავია და საარტილერიო დარტყმებით გამოფიტოს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას იმიტომ ესხმის თავს, რომ უკრაინელი საზოგადოება ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ განაწყოს.

„დღესდღეობით მარიუპოლში ყველაზე მძიმე სურათია. რუსეთს ყველაზე მეტად მარიუპოლის და ოდესის მიმართულება აინტერესებს. აქტიური მოქმედებები სწორედ ამ ორი მიმართულებით მიმდინარეობს.

მარიუპოლის აღება რუსეთს საშუალებას აძლევს ხმელეთიდანაც გაჭრან გზა. რაც შეეხება ოდესის აღებას – ეს უკრაინის ერთ-ერთი მსხვილი საპორტო ქალაქია. ოდესის აღებით რუსეთი ჩამოაცილებს გასასვლელს შავ ზღვაზე კიევს. თავად რუსეთს კი პირდაპირ მიეცემა შანსი, რომ გავიდეს რუმინეთის და მოლდოვეთის საზღვართან. მოლდოვაში რუსეთის ე.წ სამშვიდობო კონტინგენტი იმყოფება 2000 კაციანი, რომელიც აკონტროლებს დნესტრისპირეთს, აღნიშნული საშუალებას მისცემს რუსეთს თავისი აგრესია მოლდოვას ტერიტორიაზე განაგრძოს და შემდეგ გავიდეს ნატოს ქვეყნის საზღვრებზე. რაც ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის ევროპას და რუსეთს მისცემს დამატებით ბერკეტს ევროპის წინააღმდეგ.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში თავისი სტრატეგია შეცვალა. თავდაპირველი სტრატეგიით ის აპირებდა, ყირიმში შესვლას და ეგონა, რომ უკრაინელი ხალხი დახვდებოდა ყვავილებით და შეძახილებით „მობრძანდით“, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ჩავარდნა არის, რასაც რუსეთში შიდა რეპრესიები მოჰყვება.

დღეს რუსეთის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინა გამოფიტოს ავია და საარტილერიო დარტყმებით. თუმცა ესეც უჭირს უკვე რუსეთს, მაგრამ პუტინი მიდის ყველაფერზე. აგონიაშია, რადგან არ ელოდა ასეთ წინააღმდეგობას უკრაინის მხრიდან.

მისი გათვლა იყო, რომ ეს ომი გაგრძელდებოდა 2 ან 3 დღე, რაც ასე არ მოხდა. დღეს რუსეთის სტრატეგიაა უკრაინის გამოფიტვა ეკონომიურად, ინფრასტრუქტირის სრული განადგურება და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება, რაღა ეს მომენტი გამოიყენოს უკრაინის ხელისუფლების ზეწოლისთვის. მას უნდა რომ უკრაინელი საზოგადოება ზელენსკის წინააღმდეგ წავიდეს, თუმცა ეს ასე არ ხდება, პირიქით უკრაინელი საზოგადოება უფრო კონსოლიდირებული გახდა ამ ავიადარტყმების შემდეგ“, – აცხადებს ლევან ანთია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g