LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუწინი, ვლაძიმირი არის უძლიერესი და ძალიან რთული”- ადა მარშანია

87

“ვერ მივიღებთ შედეგს ჟენევაში, სანამ არ მივიღებთ შედეგს მოსკოვში… ბატონო პრეზიდენტო ჩრდილოეთისკენაც უნდა გავიხედოთ”-  “პატრიოტთა ალიანსის” წევრის ადა მარშანიას გამოსვლა პარლამენტში რეპლიკების ფონზე წარიმართა.

ადა მარშანიამ გიორგი მარგველაშვილს გამოსვლა დაუწუნა და ყოველწლიურ მოხსენებაში რუსეთთან ურთიერთობის ასპექტების მეტად გათვალისწინება ურჩია.

“ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ვერ ხედავთ ქვეყნის გამთლიანების სხვა გზას ნატოსა და ცივილიზებულ ქვეყნებთან ურთიერთობის გარეშე, ჩვენ მივესალმებით ნატოსკენ სვლას, გვესმის, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ამის უფლება გვაქვს პოლიტიკურადაც, თუმცა ჯიუტად ვერ ვხედავთ მწარე რეალობას. შინაურულადაც არ განვიხილავთ “პატრიოტთა ალიანსის” იდეას ნატო-რუსეთი-საქართველოს ფორმატის შექმნის თაობაზე. ამ ფორმატს სერიოზულად განიხილავს ნატო, რუსეთიც, ჩრდილოეთისკენაც უნდა გავიხედოთ ბატონო პრეზიდენტო, გვინდა ეს თუ არა, ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს ჟენევაში, თუ ვერ მივიღებთ შედეგს მოსკოვში,” – განაცხადა ადა მარშანიამ.

“პატრიოტთა ალიანსის” ერთერთმა ლიდერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან რუსეთის პრეზიდენტის გავლნებეზეც გაამახვილა ყურადღება.

“პუწინი, ვლაძიმირი არის უძლიერესი და ძალიან რთული” – აღნიშნა მარშანიამ.

თავის გამოსვლაში დეპუტატმა კოლეგებს საკუთარი წარმომავლობაც შეახსენა და პრეზიდენტს ეთნიკურ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგში დახმარება შესთავაზა.

“მე ეთნიკურად აფხაზი ვარ, არასეპარატისტი აფხაზი!  თქვენ მე არ მისემნთ და სეპარატისტ აფხაზებთან როგორ გამონახავთ საერთო ენას. შემეკითხეთ იქნებ მე გირჩიოთ გზები დიალოგისთვის,” – განაცხადა ადა მარშანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები