LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაბულში, აეროპორტთან ხალხმრავლობით გამოწვეულ ჭყლეტვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

53
kabul-750x430

„თალიბანის“ მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ აეროპორტთან ევაკუაციის მსურველთა სიმრავლით გამოწვეულ ჭყლეტვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ცნობით, ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია, თუმცა სიტუაციის გასაკონტროლებლად ყველაფერს აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g