LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაბულში, სამთავრობო შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

1545721271-48416412_2565432636808071_7920651053740064768_n

ქაბულში, სამთავრობო შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 10 ადამიანია დაშავებული.

ავღანეთის საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტროს შენობაში სამი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც შეიარაღებული პირები შენობის ტერიტორიაზე შევიდნენ. მათ ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს და ახლომდებარე შენობების მიმართულებითაც ისროდნენ.

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა სამი თავდამსხმელი მოკლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის დედაქალაქში 2018 წელს უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია გაუარესდა. მხოლოდ წელს ქაბულში 22 მასშტაბური ტერაქტი მოაწყეს, რომელთაც 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g