ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, 2013-14 წლებისგან განსხვავებით, წელს როგორც არასდროს, ბიუჯეტის ხარჯვა იყო თანაბარი.
როგორც დღეს ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის კურსთან დაკავშირებით რყევები მოსალოდნელი აღარ არის. “რაც შეეხება ლარის კურსს, სხვა თანაბარ პირობებში ეროვნული ვალუტის კურსზე დამატებით ზეწოლას არ ველოდებით:- განაცხადა ქადაგიძემ.
მისი თქმით, იქნება მოკლევადიანი რყევები, რომელიც დამახასიათებელია მცურავი გაცვლითი კურსისთვის, მაგრამ დამატებით ზეწოლას ადგილი აღარ ექნება.
