„ბატონი აუსტრევიჩიუსი არის სულ მცირე უზრდელი – რა ენითაც საუბრობს, მეტყველებს იმაზე, რომ მართლაც გარკვეული ბანდის ინტერესის გამტარებელია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა და აღნიშნულით პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პეტრას აუსტრევიჩიუსს სერიოზულ პოლიტიკოსად არ განიხილავს.
ევროპარლამენტარი: „ოცნების“ თავმჯდომარის შენიშვნები ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც თითქოს ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, წმინდა პოლიტიკური პროვოკაციაა
„საქართველოს მმართველი პარტია უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობებზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება.“ – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩიუსი.
„ბატონი აუსტრევიჩიუსი ეტყობა, მთლიანად გამოსულია წყობიდან.
რა ენითაც საუბრობს, მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკასთან კი არ აქვს საერთო, მართლაც გარკვეული ბანდის ინტერესის გამტარებელია, თუ მაინც და მაინც ბანდაზე აქვს ლაპარაკი.
როცა სხვა სუვერენული სახელმწიფოს მთავრობას ასეთი სიტყვებით მოიხსენიებ, იქ, რა თქმა უნდა, მისი, როგორც სერიოზული პოლიტიკოსის განხილვა, რა თქმა უნდა, დასრულებულია.
რაც შეეხება იმას, რომ უკრაინისთვის NATO-ს წევრობა და მისი სრული მხარდაჭერა დღეს არის მნიშვნელოვანი, ამას ლაპარაკობს, პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლება.
რუსეთზე გამარჯვების პირობა და თუ რუსეთი დამარცხდა ამ ომში, იქ, რა თქმა უნდა, უკვე სულ სხვა მოცემულობა დგება და ამ შემთხვევაში უკრაინას მართლა სულ სხვა მდგომარეობა აქვს, ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ NATO-ს ასპირანტი ქვეყნის.
ბატონი აუსტრევიჩიუსი არის სულ მცირე უზრდელი, ამით დავამთავროთ ამ ადამიანზე საუბარი. მისი ეს ზღვარგადასული და მწყობრიდან გამოსული ადამიანის კომენტარების ახსნა განმარტება საჭირო აღარ არის.
რაც შეეხება კოლექტიურ უსაფრთხოებას, აუსტრევიჩიუსმა ახლა რომ გამოიღვიძა, უნდა კარგად იცოდეს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში, საქართველოს, ისე რომ არასდროს იყო ამ კოლექტიური უსაფრთხოებით დაცული, აქვს არანაკლები როლი შეტანილი და შეიძლება სადღაც უფრო მეტი, ვიდრე მის ქვეყანას“. – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კობახიძე: რასაც ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, სამარცხვინოა – ქვეყნის არევა არ გვინდა
ინფორმაციისთვის, მანამდე ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას , რომლის თანახმადაც მან თქვა: „თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, NATO-ს წევრობა რაღაში სჭირდება“.
ევროპარლამენტარმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ესაა პოლიტიკური ბანდა და არა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული აზროვნება“.