LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს, თუ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?

148
Untitled design

„ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს, თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვილნიუსში ნატოს სამიტზე კომენტირებისას განაცხადა.

„ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის განუყოფელი ნაწილი” – ნატო-ს სამიტის კომუნიკე

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ნატო, გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს“.

„ბოლო კვირის განმავლობაში, ზოგ სიუჟეტს მართლა ღიმილით ვუყურებდი – იქ ნაჩვენები იყო, თითქოს, ნატო-ს სამიტზე რაღაც სასწაული მოხდა, უკრაინამ დეოკუპაცია შეძლო, ომში გაიმარჯვა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა.

რეალურად, რა მოხდა? გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება, პირდაპირ განაცხადეს ისიც, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?

ნატო უსაფრთხოების გარანტია და ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით იმისკენ, რომ მათი წევრი გავხდეთ. ნატო-ში თქვეს, რომ ისინი მესამე მსოფლიო ომს ვერ დაუშვებენ და არ სჭირდებათ უკრაინა.

გაწევრიანების მიმართულებით, ნატო ჩვენზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს. ჩვენ, საქართველო, ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რათა ზედმეტი მოლოდინი არ შევქმნათ და ჩვენს ეროვნულ მიზანს თანმიმდევრულად მივყვეთ.

მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეს გეგმას და სწორ დროს გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი – კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“ – პაპუაშვილი 

მისივე თქმით, იმით, რომ ქვეყანა სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფნით წარმოჩნდა, საქართველოს არაფერი დაუკარგავს.

დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი „ოცნებამ“ არ გაუშვა, ხოლო ღარიბაშვილი არ მიიწვიეს – ვინმე მეხინკლე მაინც გაგვეშვა, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოეჩინა – ელისაშვილი ვილნიუსის სამიტზე

კელი დეგნანი: ვილნიუსის სამიტიდან მკაფიო გზავნილი იყო – საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა, საჭირო რეფორმები ქვეყნის ხელშია

„დღეს ვერავინ იტყვის უკრაინასა და საქართველოზე, როდის გახდებიან ნატო-ს წევრები”, – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები