LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: ვილნიუსის სამიტიდან მკაფიო გზავნილი იყო – საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა, საჭირო რეფორმები ქვეყნის ხელშია 

143
კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, NATO-ს ვილნიუსის სამიტიდან ძალიან მკაფიო გზავნილი გაკეთდა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი ღიაა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, რაც არ შეცვლილა არის ის, რომ მოკავშირეებს სურთ, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი.

დეგნანის თქმით, საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს.

პრეზიდენტი: „ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.. არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს“

„ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

„ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ნათელია.

საქართველოს ხელშია ის რეფორმები, რაც საჭიროა. ეს არის არსებითად იგივე რეფორმები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის.

რეფორმები სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად, რათა საქართველოს ჰქონდეს როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა NATO-ს მაგიდასთან დასაჯდომად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი – კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“ – პაპუაშვილი 

მანვე აღნიშნა, რომ მოკავშირეები, განსაკუთრებით აშშ, საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში, მხარს უჭერს.

„ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიხილოთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რაც აუცილებელია“, – აღნიშნა ელჩმა.

დეგნანმა ასევე ხაზგასმით თქვა, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე.

„დღეს ვერავინ იტყვის უკრაინასა და საქართველოზე, როდის გახდებიან ნატო-ს წევრები”, – ირაკლი კობახიძე

„მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან იყო, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი.

ეს სამიტი არ იყო ფოკუსირებული ამ საკითხზე, რუსეთის ომი უკრაინაში იყო სამიტის ცენტრალური ნაწილი და ის, რაც იქ ვნახეთ, იყო ერთობა მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს, მოლდოვას, სუვერენული ქვეყნების უფლების მხარდასაჭერად, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები, ის, თუ სად გაწევრიანდნენ.

სააკაშვილი: უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა „მშრალზე“

ეს არის ფუნდამენტური და ეს არის ძირითადად ის, რის წართმევასაც რუსეთი ცდილობს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა.

მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ეს მიუღებელია, რომ ყველა ერს უნდა შეეძლოს საკუთარი ტერიტორიის მთლიანობის დაცვა და უნდა შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსების არჩევა.

საქართველომ აირჩია გახდეს NATO-ს წევრი და NATO მიესალმება საქართველოს როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს საჭირო რეფორმებს“. – განაცხადა კელი დეგნანმა.

„ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის განუყოფელი ნაწილი” – ნატო-ს სამიტის კომუნიკე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები