LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი – კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“ – პაპუაშვილი 

142
შალვა პაპუაშვილი

„NATO-ს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე,“– წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ და სამიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს.

რაც შეეხება პაპუაშვილის სამიტამდე გამოქვეყნებულ განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე „ტვიტერზე“ 1 დღით ადრე დაწერა:

ირაკლი კობახიძე: რა მოცემულობაც იყო ბუქარესტის სამიტის შემდეგ, პრაქტიკულად ის მოცემულობა დარჩა

„თუკი ქართველებს რომელიმე პოლიტიკური მიზანი გვაერთიანებს, უპირველესად, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაა, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. 2002 წლის ნოემბერში, ალიანსის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ NATO-ს „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ მოისმინა, ასეთი რამ თქვა: „გთხოვთ, დიდხანს ნუ გაგვაჩერებთ ღია კარში, შეიძლება ორპირ ქარში გავცივდეთო“.

იყო რაღაც წინასწარმეტყველური ოც წელზე მეტი ხნის წინ შევარდნაძის ნახევრად ხუმრობით წარმოთქმულ გაფრთხილებაში NATO-ს მიმართ. მართალია, ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, NATO-ს მხრიდან საქართველოს წევრობისადმი მიდგომაში, თვისებრივად, ცოტა რამ თუ შეიცვალა.

„შევადაროთ ნატოს წევრ ქვეყნებს რამდენ პარამეტრში ვუსწრებთ - საქართველო პირნათელია ნატოს წინაშე“ - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის თქმით, ნატომ უნდა გადაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ესწრაფვიან ნატოს წევრობას და არ უნდა დატოვოს ბუნდოვანება, რადგან ერთადერთი, ვინც ამ ბუნდოვანებით სარგებლობს, რუსეთია.

ბოლო ათწლეულში საქართველომ ძირეულად შეცვალა დემოკრატიული ინსტიტუტები, უკან მოიტოვა მმართველობის ავტორიტარული სისტემა, ხოლო თავდაცვის შესაძლებლობები NATO-ს სტანდარტებამდე გააუმჯობესა. NATO კი სამიტიდან სამიტამდე მხოლოდ იმეორებს დაპირებას წევრობის შესახებ.

მართალია, საქართველო NATO-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველომ არსებითი დახმარება მიიღო ალიანსისგან, მაგრამ, თვისებრივი თვალსაზრისით, ცოტა რამ თუ შეიცვალა NATO-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ.

თავის დროზე არსებობდა სერიოზული ეჭვები საქართველოს მზაობის თაობაზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული და სპონტანური მმართველობის ფონზე, მაგრამ დღეს საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა.

„დღეს ვერავინ იტყვის უკრაინასა და საქართველოზე, როდის გახდებიან ნატო-ს წევრები”, – ირაკლი კობახიძე

ტრადიციულად არსებობდა ეჭვების ოთხი ჯგუფი, რომლებიც სკეპტიკოსების მხრიდან საქართველოს წევრობის პროგრესისთვის დაბრკოლების შესაქმნელად გამოითქმებოდა. პირველი ნდობასა და ერთგულებას უკავშირდებოდა, მაგრამ საქართველომ ეს გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა.

ბოლო სამ ათეულ წელიწადში, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ინიციატივიდან მოყოლებული, საქართველომ ულაპარაკოდ დაამტკიცა ერთგულება ევროატლანტიკური ოჯახის ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ და, უზარმაზარი სიძნელეებისა და სასიცოცხლო საფრთხეების მიუხედავად, არასოდეს გადაუხვევია პროდასავლური კურსიდან.

ამისთვის ერთი მაგალითიც საკმარისია, უფრო მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა გაწირა თავისი სიცოცხლე ავღანეთის მისიაში, ვიდრე იქ გაგზავნილი ჰყავდა NATO-ს წევრების ქვეყნების დიდ უმრავლესობას.

„ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის განუყოფელი ნაწილი” – ნატო-ს სამიტის კომუნიკე

ხოლო თუკი პოლიტიკურ განზომილებას შევხედავთ, საკმარისი იქნება გავიხსენოთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციაში შეიტანა, რომელიც მომავალში ადვილად ვეღარ შეიცვლება, ყველაზე უფრო სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებშიც კი.

საქართველოს მისწრაფების საწინააღმდეგოდ მეორე კონტრარგუმენტი დემოკრატიის ნაკლებობას შეეხებოდა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ბოლო ათწლეულში, წარმატებით გაართვა თავი. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგი ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს. კარგად გვესმის, რომ დემოკრატია არა დანიშნულების ადგილი, არამედ გზაა.

ოქრიაშვილი: ვიდრე სახელმწიფო „რუსულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილს ექნება მიტაცებული, ვერც NATO-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით!

მაგრამ, თუკი გზა უსასრულოდ გაიწელება, საქართველოს მდგომარეობა აქილევსის პარადოქსს დაემგვანება, როდესაც დანიშნულების ადგილამდე მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან მიზნამდე მიღწევისას აღმოჩნდება, რომ სამიზნე, ყოველ ჯერზე, თუნდაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც წინ იწევს. საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მთელი სისტემის რეფორმამ და მმართველობის ევროპული სტანდარტების დანერგვამ საქართველოს შეაძლებინა, მიეღო ევროპული პერსპექტივა. მეტიც, საქართველოს, ამჟამად, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ასევე საჯარო სექტორის კეთილსინდისიერების მხრივ, უკეთესი სტანდარტები აქვს, ვიდრე NATO-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას.

მესამე, თავდაცვისუნარიანობის ნაკლოვანებებიც გამოსწორდა. NATO-ს ყველა წევრი ულაპარაკოდ დაეთანხმებოდა ამ განცხადებას. საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და მათი 80%-ზე მეტი საერთაშორისო სამხედრო მისიებშია გამოცდილი. თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური და ტექნიკური პრობლემები მოგვარებულია.

შესაბამისად, საქართველომ დაიმსახურა NATO-ს „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი და, თავად NATO-სვე აღიარებით, ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორს წარმოადგენს.

თინა ბოკუჩავა: ნატო-ში ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ არ მიიწვიეს, რომ ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და შესაბამისად, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აჟღერებს და ატარებს, მათ შორის უკრაინის ომს ნატო-ს აბრალებს

არსებითად, აღარ დარჩა შეკითხვები საქართველოს თავდაცვის რეფორმებზე და შესაძლებლობებზე, ვინაიდან NATO-ს დოკუმენტები ცხადად აღიარებს, რომ საქართველოს ურთიერთობა NATO-სთან „შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად“.

ბოლო კონტრარგუმენტი იყო, საქართველოს NATO-ში გაწევრიანება რეგიონულ სტაბილურობას ხელს შეუწყობდა, თუ, პირიქით, უფრო „გააღიზიანებდა“ რუსეთს და მის აგრესიას გამოიწვევდა, რითაც უფრო დააზარალებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსებს.

ახლა უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია თქმა, რომ მხოლოდ გადამწყვეტ პასუხს შეუძლია უკრაინაში რუსეთის აგრესიისმაგვარი უბედურების თავიდან აცილება. მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი სივრცე ისაა, რომელიც დაცულია NATO-ს მეხუთე მუხლით. სხვა ყველა დანარჩენი ნაცრისფერ ზონაში ექცევა, სისხლისღვრისა და ომის რისკებით.

ირაკლი კობახიძე: საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის – ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას „ნატო-ს” წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, მუდმივი რისკი გაქვს

საქართველო რომ 2008 წელს NATO-ს წევრი ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ომი და არც რუსული ოკუპაცია, რომელმაც უფრო გაართულა არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები. საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი. NATO-ს საზღვრები მშვიდობის საზღვრებია.

საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ. 2008 წლის აპრილის ბუქარესტის გადაწყვეტილება ამის კლასიკური მაგალითია, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დაპირება ისე გაიცა, რომ, იმავდროულად, უარი ეთქვა წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP-ზე).

ანა ბუჩუკური: გახარიას პრემიერობის დროს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO ამაყობდა საქართველოთი, ახლა კი ვხედავთ ვითარებას, როცა საქართველო ნახსენები შეიძლება არ იყოს

ამ წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებამ შექმნა ბუნდოვანება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, გამოეყენებინა გეოპოლიტიკური შანსი და კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება.

ვინაიდან ყველა ამ წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო NATO-ში.

შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო. დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა.

მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სხვა მხრივ NATO-ს მყარი მოკავშირის, ბოლოდროინდელი კომენტარი ამ პრობლემის გაცნობიერების საშუალებას იძლევა.

ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა იენს სტოლტენბერგის განცხადება, სადაც ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უფლება, საშინაო და საგარეო პოლიტიკა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს – ეკა სეფაშვილი

მან ეჭვი შეიტანა, „ცდილობს“ თუ არა საქართველო NATO-ში გაწევრიანებას. ყველა ზემოთ ხსენებული წარმატებისა და პოლიტიკური ნაბიჯის ფონზე, თუ დავეყრდნობით ფაქტებს და არა აღქმებს, ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია.

ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო NATO-სგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს NATO-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“. – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის სამიტამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გიგა ბოკერია: უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, რაც შეეხება საქართველოს, საოცრება უნდა მოხდეს, ჩვენ უბრალოდ უნდა გაგვიმართლოს

magti 5g