„უკვე წელიწადზე მეტია, „რუსული ოცნება“ ქვეყანას გაურკვევლობაში აცხოვრებს: ქართველი ხალხი ვიძინებთ და ვიღვიძებთ ერთი კითხვით – მოგვანიჭებენ თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, შევალთ თუ არა ოდესმე NATO-ში და ექნება თუ არა ჩვენს ქვეყანას სრული უსაფრთხოება“, – აცხადებს პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
მისი განცხადებით, „კანდიდატის სტატუსი, როგორც ასეთი, გარანტირებულ წევრობას არ ნიშნავს – ეს ნიშნავს, რომ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობის გზაზე და სახელისუფლებო განშტოებებს შორის დემოკრატიული ბალანსია, რაც წარმოადგენს ზოგადად დემოკრატიის იდეას და გარანტიას“:
ანა ბუჩუკური: გახარიას პრემიერობის დროს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO ამაყობდა საქართველოთი, ახლა კი ვხედავთ ვითარებას, როცა საქართველო ნახსენები შეიძლება არ იყოს
„ვერ ამოეფარებიან ვერავის. ეს, ფაქტობრივად, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულია“. – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
„ამ პირობებში, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ვიდრე ეს სახელმწიფო „რუსულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილის ექნება მიტაცებული, ანუ სრულყოფილი დემოკრატია არ იქნება ქვეყანაში, ჩვენ ვერც NATO-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით!
ამ სტრუქტურებში გაწევრიანების მთავარი პირობა სწორედ დემოკრატიაა NATO-სა და ევროკავშირში მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნების ადგილია. მეორეს მხრივ, ვერც რუსეთში შეგვათრევენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ევროკავშირი და ნატო სურს!
გამოსავალი მრავალია, მაგრამ საუკეთესო გამოსავალი ერთია – არჩევნების გზით, პოლიტიკურად უნდა „ჩავრეცხოთ“ აგენტებით გამოტენილი „რუსული ოცნება!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.