LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი „ოცნებამ“ არ გაუშვა, ხოლო ღარიბაშვილი არ მიიწვიეს – ვინმე მეხინკლე მაინც გაგვეშვა, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოეჩინა – ელისაშვილი ვილნიუსის სამიტზე

167
ფორტუნა - 2023-07-12T160027.834

ვინმე მეხინკლე მაინც გაგვეშვა, რომ იქ კარგი ხინკალი მოეხვია და ამით მაინც წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა NATO-ს ვილნიუსის სამიტზე საუბრისას განაცხადა.

„ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის განუყოფელი ნაწილი” – ნატო-ს სამიტის კომუნიკე

მისი თქმით, ნატოს ლიდერებმა „ქართული ოცნებისგან“ ღია სიგნალი მიიღეს, რომ საქართველოს არ უნდა ნატო და „შესაბამისად, სადაც არ გვინდა, იქ არ დაგვიძახეს და ეს არის სამარცხვინო ლაქა „ქართული ოცნების“.

სააკაშვილი: უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა „მშრალზე“

„გუშინდელი დღის შემდეგ თითოეული ქართველი უფრო დაუცველია და თუ თვითონ ქართველებმა არ შეცვალეს ვითარება, ქვეყნის არსებობა საფრთხეშია“

„ძალიან დამთრგუნველია, როდესაც ფორმალურად მაინც ნატოს მოსურვე ქვეყანა, საქართველო არანაირად არ იყო წარმოდგენილი ნატოს სამიტზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა, ხოლო ღარიბაშვილი არ მიიწვიეს.

„საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი – კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“ – პაპუაშვილი

ვინმე მეხინკლე მაინც გაგვეშვა, რომ იქ კარგი ხინკალი მოეხვია და ამით მაინც წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა. იმდენს ითრევენ ფეხს, რომ ნატოს ლიდერებმა ღია სიგნალი მიიღეს, რომ ამ ქვეყანას არ უნდა და ძალით ხომ არ დაგვიწყებენ ხვეწნას.

შესაბამისად, სადაც არ გვინდა, იქ არ დაგვიძახეს და ეს არის სამარცხვინო ლაქა „ქართული ოცნების“ და ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მართალია, ვერც უკრაინას ვერ უთხრეს სასარგებლო და ხეირიანი, მე გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა, მაგრამ ეს რუსეთის მუდმივი შიში მაინც მოჰყვება ევროპას შლეიფად“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ირაკლი კობახიძე: რა მოცემულობაც იყო ბუქარესტის სამიტის შემდეგ, პრაქტიკულად ის მოცემულობა დარჩა

ოქრიაშვილი: ვიდრე სახელმწიფო „რუსულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილს ექნება მიტაცებული, ვერც NATO-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით!

 

 

 

magti 5g