LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაიროში “მოლოტოვის კოქტეილების” აფეთქებამ 16 ადამიანი იმსხვერპლა

74

ეგვიპტის დედაქალაქში რესტორანში აფეთქების შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი გარდაიცვალა, ორმა კი სხეულის დამწვრობა მიიღო, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა დაწესებულებაში „მოლოტოვის კოქტეილები“ შეყარეს, რის შემდეგაც რესტორანში ხანძარი გაჩნდა.

თვითმხილველების ნაწილი ამტკიცებს, რომ დაინახეს ერთი ბოროტმოქმედი, ნაწილის ინფორმაციით კი – „მოლოტოვის კოქტეილები“ რესტორანში სამმა ადამიანმა შეყარეს.

გამოცემა „ტელეგრაფი“ იუწყება, რომ თავდამსხმელი იყო რესტორნის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დაღუპულთა უმეტესობა კვამლმა გაგუდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g