ბრიტანულმა გამოცემამ Independent იმ ადგილების სია გამოაქვეყნა, სადაც ტურისტების გამოჩენა ყველაზე ნაკლებად ახარებთ. „არასტუმართმოყვარე“ ადგილების რეიტინგში მოხვდა კჰაი (ტაილანდი), სადაც ტურისტებს შესვლა ცოტა ხნის წინ აუკრძალეს. მიზეზი მარჯნის რიფების გადარჩენა დასახელდა.
სიაში არის ასევე ბუტანი, რომელმაც ტურისტების რიცხვი შეამცირა. მაგალითად, სხვადასხვა ხარჯებისთვის იქ ჩასვლის შემთხვევაში დღეში დამატებით საშუალოდ 190 ევროს გადახდა მოგიწევთ.
რეიტინგის ერთ-ერთ მოწინავე ადგილში მოხვდა ბარსელონაც. მის ხელმძღვანელობას მაგალითად ვენეცია მოჰყავს და აცხადებს, რომ არ სურს, ქალაქი „იაფფასიანი სუვენირების მაღაზიად“ იქცეს.
ამსტერდამმა კი გადაწყვიტა, რომ გაზარდოს არა ტურისტების რიცხვი, არამედ მათი ხარისხი.
ტურისტებს „ებრძვიან“ იაპონიაშიც: მაგალითად, იქ ვერ მოხვდება მოგზაური, რომელსაც ტატუები აქვს.
სიაში მოხვდა ასევე სანტორინი (საბერძნეთი), „ჩინკვე-ტერეს“ ეროვნული პარკი (იტალია), არლინგტონი (აშშ) და ა.შ.