LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქის ვიცე-მერი გურამ კაშიას მხარს უჭერს

95

ჰოლანდიის ქალაქ არნემის ვიცე-მერმა გერი ელფრინკმა “ვიტესის” ქართველი ფეხბურთელის გურამ კაშიას მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ “ვიტესის” მთავარი მწვრთნელი რობ მაასი ბოლო დროს ქართველ მცველს თამაშის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც ბოლო ტურის მატჩის მიმდინარეობისას გუნდის ფანებმა კაშიას მხარდამჭერი აქციაც გამართეს.

“გურამ კაშია ძალიან მომწონს და ვგულშემატკივრობ მას. ის სამაგალითოა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. კაშია ის მოთამაშეა, რომლისთვისაც ფეხბურთი ფულზე მნიშვნელოვანია. ფეხბურთი მისთვის ღირსების საქმეა”, – განაცხადა ჩვენებურის ქომაგმა ვიცე-მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g